დაზვერვის ინფორმაციით, იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება და კრემლი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ამზადებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ეცდებიან იანუკოვიჩის “უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას.
როგორც უკრაინული მედია წერს, მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მხრიდან კონკრეტული სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების სავარაუდო მომზადებაზე ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნებაზე.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


