დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საეკლესიო კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული

ავტორი
Front News საქართველო
საეკლესიო კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე იქნება კენჭისყრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გაშუქდება.
"საეკლესიო კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
თაგები:
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე




