Logo

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაშინ იქნება ასაკზე მსჯელობა

Frontnews image description

დღევანდელი სინოდის სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს.

“დღევანდელი სინოდის სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას. სხდომაზე შემდეგი სინოდისთვის და გაფართოებული კრების გასამართად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები. მათ შორის, სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს.

კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე, ეს პროცესი რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება არ არიას მარტივი პროცესი. ყველაფერი მოწესრიგებულად უნდა იყოს, არ უნდა დარჩეს ორაზროვნება, ამიტომ საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმება იყო საჭირო.

განათლების თემაზე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაშინ იქნება ასაკზე მსჯელობა. დაისვა ასაკის საკითხი, თუმცა ბევრი იყო სხვა საკითხები და შემდეგ სინოდის სხდომაზე გადაწყდება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს. შერჩეული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები