Logo

დერეკ შოლე – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტი

პოლიტიკა
866
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებთან და ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.

 

“პროტესტებთან და უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. კანონპროექტების შესახებ, რომელიც ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ეწინააღმდეგება. 

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტი”, – წერს შოლე Twitter-ზე.

 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ და სპეცრაზმმა  მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. დაკავებული და დაშავებულია ათობით ადამიანი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები