მსოფლიო პატრიარქი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, აიცრან, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანს, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა „მეგასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერების აღმოჩენებსა და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომეოსმა.

რაც შეეხება პანდემიის უარმყოფელებსა და ვაქცინების მოწინააღმდეგეებს, მსოფლიო პატრიარქის თქმით, "ისინი არ ფიქრობენ სწორად, არ ფიქრობენ ლოგიკურად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს, რადგან მათ შეუძლიათ, კორონავირუსი გადასცენ თავიანთ თანამოძმეებს ამის გაცნობიერების გარეშე, რაც დიდი საფრთხეა“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები