ჰაგარი - ირანიდან გაშვებული ათობით დრონი ისრაელისკენ მოემართება, თავდასხმების ძირითადი სამიზნეები სამხედრო ობიექტებია

ირანმა დღეს, 13 აპრილს, ისრაელის მიმართულებით თავდასხმის დრონები გაუშვა, - ამის შესახებ IDF-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

"ირანიდან გაშვებული ათობით დრონი ისრაელისკენ მოემართება", - აღნიშნა ჰაგარიმ.

მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და მათ ქვეყნის საჰაერო სივრცემდე რამდენიმე საათი დასჭირდებათ.

"თუ იქნება რაიმე დამატებითი თავდასხმა, რომელიც მოითხოვს ცალკე გაფრთხილებას, IDF აცნობებს საზოგადოებას", - აღნიშნა ჰაგარიმ.

მისივე თქმით,  სირენები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დრონები შევლენ ისრაელის საჰაერო სივრცეში შესაბამის ადგილებში. IDF-ის ძალები იმუშავებენ სამიზნეების რაც შეიძლება ადრეულ ჩაჭრაზე.

წინასწარი შეფასებით, თავდასხმების ძირითადი სამიზნეები სამხედრო ობიექტებია, მათ შორის სამხედრო ბაზები.

ქვეყნის საჰაერო სივრცის სრული ან ნაწილობრივი ჩაკეტვა, სავარაუდოდ, 14 აპრილს, 01:00 საათზე ამოქმედდება.

ისრაელსა და ირანს შორის მოსალოდნელი საომარი მოქმედებების გამო იორდანიის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე უკვე დახურა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები