ასობით დრონი და რაკეტა, საჰაერო თავდაცვა, აშშ-ის დახმარება - ისრაელზე ირანის საჰაერო თავდასხმის შედეგები

14 აპრილის ღამეს ირანმა ასობით თავდასხმის დრონით და რაკეტით შეუტია ისრაელის ტერიტორიას. IDF იუწყება, რომ თითქმის ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ოფიციალურმა ისრაელმა თავდასხმა შეაფასა, როგორც უმნიშვნელო.

ირანმა 13 აპრილს, გვიან ღამით, ისრაელის მიმართულებით პირველი თავდასხმის დრონები გაუშვა. ეს ნაბიჯი სირიაში ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის პასუხი იყო, რომელსაც ირანელი გენერალი ემსხვერპლა.

IDF-მა საჰაერო თავდაცვის სისტემების სრული მზადყოფნა გამოაცხადა. პარალელურად ისრაელმა, ასევე იორდანიამ, ერაყმა და ირანმა საჰაერო სივრცე დაკეტეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი მზად იყო ირანიდან თავდასხმისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დაწყება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის.

IDF-ის განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა ირანიდან გაშვებული 100-ზე მეტი დრონი დაადგინეს და მათ მოძრაობას თვალყურს ადევნებენ. ჟურნალისტების თქმით, ისრაელის დაზვერვამ დააფიქსირა უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება ასევე ერაყიდან.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იორდანია, მზად არის ჩამოაგდოს ირანის სამიზნეები მის საჰაერო სივრცეში და რომ ისრაელის თვითმფრინავები უკვე ანადგურებენ ირანულ დრონებს იორდანიის თავზე.

ამავდროულად, ირანის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები, რომ ნებისმიერი მათგანი, ვინც თავის საჰაერო სივრცეს გაუხსნის ისრაელის საჰაერო ძალებს დრონების ჩამოსადგებად, სამიზნე იქნება.

IDF-მა ჩრდილოეთ გოლანის მაღლობების, სამხრეთ ისრაელის ნევატიმის ტერიტორიის და ქალაქების დიმონას და ეილათის მოსახლეობას უბრძანა, შემდგომი გაფრთხილებამდე დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში.

ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოცხადდა, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

საჰაერო თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდა ცნობები პირველი ჩამოგდებული ირანული დრონების და ბალისტიკური რაკეტების შესახებ იერუსალიმის და სხვა ქალაქების ცაზე. ამერიკულმა თვითმფრინავებმა და გამანადგურებლებმა, ბრიტანეთის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს დრონების და რაკეტების ჩაჭრაში.

პარალელურად გაეროში ირანის დელეგაციამ განაცხადა, რომ თეირანი აპირებდა შემოიფარგლოს ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმების ტალღით. ამავდროულად, დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ შეტევების ახალი ტალღები შესაძლებელია, თუ ისრაელი „რამე სისულელეს გააკეთებს“, რაც ნიშნავს პასუხს დღეს უკვე მიყენებულ დარტყმებზე.

IDF-ის ცნობით, ირანმა თავდასხმის დროს გამოიყენა 200-ზე მეტი დრონი. ამერიკული მედია, აშშ-ში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანმა ასევე 150-მდე რაკეტა ესროლა ისრაელს. აღნიშნულია, რომ ისინი რამდენიმე "ტალღად“ გაისროლეს: ჯერ დაახლოებით 80, შემდეგ კი დამატებით 70 რაკეტა.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო სამიზნეების "აბსოლუტური უმრავლესობა" იქნა შეჩერებული. აშშ-მა განაცხადა, რომ ჩამოგდებული იქნა "თითქმის ყველა" დრონი და რაკეტა.

IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ დარტყმამ მცირე ზიანი მიაყენა სამხედრო ბაზას სამხრეთ ისრაელში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და ათეულობით დრონი იქნა ჩაჭრილი. მისი თქმით, გასროლილი იქნა 200-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო "სერიოზული ესკალაცია, რომელიც გამოწვეულია ირანის მიერ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმით". ”მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია დაუშვას მორიგი ომი”, - აღნიშნა მან.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით შეიკრიბება.

აშშ-ის კონგრესში ირანის თავდასხმამ გამოიწვია ახალი ორპარტიული მოწოდებები უცხოური დახმარების პაკეტის შესახებ. სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირას განიხილავს კანონპროექტს ისრაელის მხარდასაჭერად. ეს შეიძლება იყოს იგივე კანონპროექტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეკრებს G7-ის ლიდერებს, რათა კოორდინირება გაუწიონ "ერთობლივ დიპლომატიური პასუხის გაცემას ირანის თავხედურ თავდასხმაზე".

ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელი გეგმავს "სერიოზულ პასუხს" ირანიდან დრონების უპრეცედენტო გაშვებაზე.

ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი თითქოს, შეშფოთებულია, რომ ისრაელმა შესაძლოა, რაიმე სწრაფად გააკეთოს ირანის თავდასხმების საპასუხოდ, შესაძლო შედეგებზე ფიქრის გარეშე.

მედიის ცნობით, ისრაელმა პირობა დადო, რომ კოორდინაციას გაუწევს პასუხს თავის მოკავშირეებთან.

ირანის თავდასხმიდან შვიდი საათის შემდეგ, ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ისრაელს მათი მიმართულებით გაშვებული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.

"ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა", - განაცხადა ბაიდენმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მადლიერება გამოხატა სამხედროებისა და ისრაელის მოკავშირეების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის მოგერიებისთვის.

"დალოცვილები იყავით ძვირფასო ჯარისკაცებო, ისრაელის თავდაცვის ძალებო. გლოცავთ ერების კოალიციავ, რომელსაც აშშ და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობს. დაგლოცავთ თქვენ, ისრაელელო ხალხო, განსაკუთრებული გამძლეობის გამოვლენისთვის. სიკეთის ძალები ერთად დაამარცხებენ ბოროტ ძალებს", - წერს ისრაელის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

"მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები