უკრაინის პრეზიდენტის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შურისძიებად აფასებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მის მიმართ შურისძიებად მიიჩნევს. 

ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ინციდენტის შესახებ ოფიციალური ახსნა-განმარტების შესახებ საელჩოს ხელმძღვანელია მიწვეული.

"უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად. განსაკუთრებით მკაცრი დამოკიდებულება, რომლითაც ეს ამბები წარმოდგენილია ქართული მხრიდან და რომელიც მოწმობს სააკაშვილის მიმართ შურისძიების გარკვეულ მოტივზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, უკრაინელი დიპლომატები სააკაშვილის დაკავების დეტალების გარკვევას განაგრძობენ.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განმარტება არ მიუღია.

"ჩვენი კონსულები გაუწევენ აუცილებელ დახმარებას მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები აკვირდებიან სიტუაციას", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები