ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს ყველა დონეზე დააყენებს

უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს საქართველოში დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ის, როგორც პრეზიდენტი, მუდმივად არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებით.

"ყველა ინსტიტუტი, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, უკრაინაში მომუშავე საქართველოს ელჩის დონეზე და ჩვენს მინისტრთა კაბინეტებს შორის მოლაპარაკებების დონეზე, ჩვენ ყველა ამ საკითხით დავკავდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.

ზელენსკიმ სააკაშვილის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა დეტალის გარკვევა.

მსგავსი სიახლეები