ლევან სილაგავა - ხორბლის ფასები მაღალია, ეს ისტორიული მაქსიმუმია, ფასის შემცირება მოსალოდნელი არ არის

ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილის ფასი 60 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდა, მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის გაძვირებაა, - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის  აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ  Front News-ს განუცხადა.

მისი თქმით, ფქვილის ფასის ზრდის მიზეზი მსოფლიო ბაზრის ტენდენციებია. 

"სამწუხაროდ, მსოფლიოში ხორბლის მოსალოდნელი მოსავალი შემცირებულია. ამას ადასტურებს მსოფლიო ბაზრის ყოველთვიური ანალიტიკა. ჩვენთვის ყველაზე საყურადღებოა, რომ ხორბლის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთში, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს ხორბალი. რაც შეეხება ფასებს, თუ თვის დასაწყისში ერთი ტონა ხორბლის შემოსატანი ფასი იყო 240 აშშ დოლარი, ახლა ფასი არის 320  დოლარი", - განაცხადა სილაგავამ. 

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ფასების კვლავ ზრდა,  სილაგავა პასუხობს, რომ ამ ეტაპზე  ფასი შენარჩუნდება.

"ხორბლის ფასები ისედაც მაღალია, ეს ისტორიული მაქსიმუმია, ჯერჯერობით სტაბილიზაციას ველოდებით, თუმცა ფასის შემცირება მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა სილაგავამ. 

საქართველოში პურის ფასმა 10, ზოგან 20 თეთრით მოიმატა. პურის მწარმოებლები ფასის ზრდას ფქვილის გაძვირებას უკავშირებენ.