წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" წამყვანი პარტნიორია, ნარჩენების მართვის სეპარირების დანერგვისა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. 

ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში პირველი  შეხვედრა სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა. სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობასა და ზოგადად  მსოფლიოში შექმნილ ეკოლოგიურ პრობლემებზე საინტერესო პრეზენტაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრის’’ ეკოლოგმა ცირა ბერეკაშვილმა წარადგინა.  

ინტერაქტივის რეჟიმში აქტიურად ჩაერთნენ მუხიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. აღინიშნა, რომ    სკოლაში უკვე ხდება ნარჩენების შეგროვება პლასტიკისა და ქაღალდის სპეციალურ კონტეინერებში. მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალური ბროშურები და ჟურნალები.

გარემოდაცვის თემატიკაზე მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლაში გაიმართება. პრეზენტაციების წარდგენის პარალელურად დაგეგმილია  გამოფენების, კონკურსებისა და ტრენინგების ჩატარება.     

საერთაშორისო პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების  შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი".