საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით 18-19 ოქტომბერს ანკარას ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებილ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს და ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის გზებს.

ასევე, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება  თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, სადაც განხილება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრა უკვე მე-9 ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განიხილონ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები