რატი ბრეგაძემ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა

"ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის  მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს  გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ტურნირში გამარჯვებული ქალი მსჯავრდებულებისთვის დაჯილდოების ცერემონია  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს  ხელშეწყობით  გაიმართა  და  მას შეჯიბრში მონაწილე მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.

ქალ მსჯავრდებულებს  ტურნირში გამარჯვება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა  პირადად მიულოცა და საჩუქრად მედლები და სხვადასხვა სახეობის პრიზი  გადასცა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის  ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდადი და ტობაგო. ფინალურ ბრძოლაში ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები