ლუდმილა დენისოვა - ელჩი დამპირდა, რომ ჩემს უკმაყოფილებას განიხილავს საქართველოს მთავრობასთან და მოგვაწოდებს ახსნა-განმარტებას

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლუდმილა დენისოვა უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

"ჩემი ინიციატივით მივიღე უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.

გამოთქვი შეშფოთება, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩომ მიიღო არაერთი განცხადება უკრაინის მოქალაქეებისგან საქართველოში შემოსვლისას საზღვრის კონტროლის პროცედურის ხანგრძლივ გავლასა და უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით დაბრუნების შესახებ.
მე პირადად გამოვცადე ჩემ თავზე 26 ოქტომბერს, საქართველოში შესვლის დროს, ვიზიტის მიზეზი იყო უკრაინის მოქალაქის ამასთანავე - უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოსანახულებლად.

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება მომცეს მხოლოდ 40 წუთიანი დაგვიანების შემდეგ. ამასთან, სასაზღვრო კონტროლის სამსახურს არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუცია და არ გაითვალისწინა, რომ დიპლომატიური პასპორტი მქონდა.

ასევე საქართველოს მხარემ განმარტებების გარეშე არ მისცა უფლება ქვეყანაში შემოსვლის უკრაინის მოქალაქეებს, ადვოკატ ევგენი გრუშოვცს, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია გურაბაშს, ჟურნალისტებს დიმიტრი გორდონს და ოლესია ბაცმანს. მათ დოკუმენტები მხოლოდ თვითმფრინავში დაუბრუნეს უკან დაბრუნების დროს.

ხაზი გაუსვი, რომ ველოდები ახსნა განმარტებას საქართველოს ხელისუფლებისაგან

განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 32 დღეა შიმშილობს. მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, რომ აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო  დახმარება და გააკეთონ ყველაფერი ისე, რომ უკრაინის მოქალაქის ყველა უფლება დაცული იყოს - დაცული იყოს სიცოცხლის უფლება!

უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილი დამპირდა, რომ ჩემს საუბარს და უკმაყოფილებას განიხილავს საქართველოს მთავრობასთან და  მოგვაწოდებს ახსნა განმარტებას მოცემულ კითხვებზე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დენისოვამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები