საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, აღნიშნულ საქმეზე უკვე თითქმის ერთი თვეა, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს და ამ დრომდე სასამართლო პროცესი  არ დანიშნეს.

ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, კვლავაც ეცდებიან მიზეზად კვლავ "სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“.

"ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს", - აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები