ირაკლი ნადირაძე - პროტესტი არის უწყვეტი და დღეს მივდივართ გლდანის ციხის მიმართულებით

მივდივართ გლდანის ციხის მიმართულებით, რომ სიგნალებით მიხეილ სააკაშვილს გავაგონოთ ჩვენი ხმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გლდანში, მეტროსთან იკრიბებიან და ციხის  მიმართულებით ავტოკოლონებით მსვლელეობას გეგმავენ.   

ირაკლი ნადირაძის თქმით, ისინი გლდანის ციხესთან გაჩერდებიან და ავტომანქანის სიგნალებით გააგონებენ მესამე პრეზიდენტს ხმას. 

"პროტესტი არის უწყვეტი და დღეს მივდივართ გლდანის ციხის მიმართულებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ხელისუფლებას კი ვუთხრათ, რომ არ ვაპირებთ, პუტინს და ივანიშვილს მოვაკვლევინოთ მიხეილ საკაშვილი", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები