გიორგი ბურჯანაძე - კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში

კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე  ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული  პარტიის "კონსერვატიული მოძრაობა" შესახებ აცხადებს.  როგორ  ის აღნიშნავს,  ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს,  მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. "ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.

კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს;

ბ. მთავრობას;

გ. 30 დეპუტატს;

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად", - წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა ალტ ინფომ  პარტია სახელწოდებით "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა.  პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები, ხოლო  პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. მისი განცხადებით, აპირებენ რუსეთტან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობების დამყარებას.  

"რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს, როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული: თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა",  - განაცხადა ზურაბ მახარაძემ პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

პარტიის პრეზენტაცია "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა, პარტიის ლიდერების განცხადებით, ექნებათ რეგიონული ორგანიზაციებიც, სადაც მოქალაქეები მისვლას და გაწევრიანებას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები