სერგეი ლავროვი - ვიმედოვნებ, კიევის ამჟამინდელი რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს გზას არ გაყვება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი "იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს გზას არ გაყვება".

"მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმი არ გაუყვება მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს გზა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, 2008 წელს შექმნილი ვითარება ბუქარესტში ნატოს სამიტის შედეგი იყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა "დიდი ტანჯვის შემდეგ“ დეკლარაციაში ჩაწერეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან.

"საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი მყისვე აჟიტირდა და დაიწყო აგრესიული სამხედრო მოქმედებები, დაბომბა საკუთარი მოქალაქეები და რუსი სამშვიდობოები. უკრაინის მაშინდელ ხელმძღვანელობას მეტი წინდახედულობა ჰქონდა და ცუდ მაგალითს არ მიჰყვა“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსული მედიის ცნობით, რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმი აჩვენებს "გარკვეულ განსხვავებულ თვისებებს", კერძოდ, "ცუდ გავლენას ექვემდებარება", რომლის მოხდენასაც დასავლეთი აქტიურად ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები