ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ციცქიშვილი აირჩიეს

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს ღირსეული გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა სამომავლო საქმინობაში და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით ჭიათურაში მრავალი ახალი პროექტი და სასიკეთო საქმე განხორციელდება.

ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჭიათურის 56 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა სამხარაძემ გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ვაჟა სამხარაძე უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ციცქიშვილის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ციცქიშვილი დამტკიცდა.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე გივი კიკნაძის, დავით ლაბაძის და მალხაზ სამყურაშვილის კანდიდატურები დაასახელა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებად აირჩიეს: სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისია - ირაკლი მერმანიშვილი;

ეკონომიკის, ქონების მართვის საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისია - მალხაზ გოგატიშვილი;

საფინანსო, საბიუჯეტო კომისია - რომან მუმლაძე;

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია - გელა გელაშვილი;

კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - ზაზა ჯოხაძე.

შეიქმნა ორი ფრაქცია - ფრაქცია "ქართული ოცნება“ და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მუნიციპალიტეტის 36-წევრიან საკრებულოში "ქართულ ოცნება" – 27, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" - 5, "გახარია - საქართველოსთვის“ – 2, "სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1, “ლელო“ - 1 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები