ანი წითლიძე - “არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს, რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში

"ხვალ 11:00 საათზე ვიკრიბებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ზუგდიდში და შემდეგ 11:30-ზე გადავინაცვლებთ გამგეობასთან" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე წერს. 

"ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს რაც ნიშნავს პარალიზებულ საკრებულოს. პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას.

რომ გავიგოთ რატომ მოხდა ასე:

პირველი ტურის შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა 23 დეპუტატი - ანუ სრული უმრავლესობა.

ქართულ ოცნებას 19.

გახარიას - 3.

დამარცხებულმა ქართულმა ოცნებამ თადარიგი დაიჭირა და მირანდა მესხის წყალობით ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა.

ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ ეს წართმეული მანდატი მას არ ჰყოფნიდა უმრვალესობისთვის მაგრამ ჩვენ გვაკარგვინებდა უმრავლესობას.

საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჩვენ ერთი მანდატი გვაკლია სრული უმრავლესობისთვის ანუ თავმჯდომარის ასარჩევად. "ქართულ ოცნებას -3 ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე.

ამ კრიზისის შემქმნელი არის ქართული ოცნება, რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს.

ამიტომ “არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში.

ხვალ, 11:00 სთ-ზე ვიკრიბებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ზუგდიდში და შემდეგ 11:30 გადავინაცვლებთ ზუგდიდის გამგეობასთან.

გელოდებით ყველას!",- წერს ანი წითლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები