ანა წითლიძე - ეს შენობა არის სიმბოლო იმისი, თუ რა დამართა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და რა დამართა ანაკლიას

დღეს 11 წელი შესრულდა, რაც რუსული ოცნება მართავს ამ ქვეყანას და ჩემს უკან შენობა არის სიმბოლო იმისი თუ რა დამართა "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს და რა დამართა ანაკლიას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ ანაკლიაში განაცხადა.

"მე ვარ ახლა ანაკლიაში, 11 წელი შესრულდა, რაც „რუსული ოცნება“ მმართავს ამ ქვეყანას. ჩემს უკან შენობა არის სიმბოლო იმისი, თუ რა დამართა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და რა დამართა ანაკლიას - გაპარტახებული, დაპაუზებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა. ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის განვითარება უნდა ყოფილიყო უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკურ აღმავლობას და უსაფრთხოებას მოუტანდა.

"ქართული ოცნების“ 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია და მივიღეთ ის, რომ უკვე ორი წელია, ანაკლიის ლაზიკის და ანაკლიის პორტის სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დავალებით ტყვეობაში ჰყავს "ქართულ ოცნებას".

აქ, ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით საქართველოს მოქალაქეებს მოუტანა. ანაკლიის პორტი და ლაზიკა, რომელსაც უნდა შეექმნა ათიათასობით სამუშაო ადგილი, იქნებოდა გარანტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის და იქნებოდა გარანტი იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში არ გაიქცეოდნენ და იცხოვრებდნენ საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეს, რომ დღეს არჩევანი არის მარტივი, არჩევანი არის ევროპულ, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ, თავისუფალ საქართველოსა და რუსეთის აგენტურას შორის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები