გიორგი ღიბრაძე - კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია

საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბითაც ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს.

"საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იმიტომ, რომ ტენდენციაც რომ ვნახოთ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ამ ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები