ეკატერინე ტიკარაძე - აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში, ასპარეზი დავუთმე უფრო ენერგიულ კანდიდატს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იანვრიდან ჯანდაცვის სფეროში იქნება ჩართული.

"ვინ იქნება ჩემი შემცვლელი – ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი, ბატონი პრემიერი გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. აზარაშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, არ ვიცი და ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ.

არ მაქვს გეგმაში, გავასაჯაროვო, სად ვიქნები. იმ დროს, როცა ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას.

ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები