ნატო ჩხეიძე - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხელისუფლებას ძალადობრივი მეთოდებით ინარჩუნებენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხელისუფლებას ძალადობრივი მეთოდებით ინარჩუნებენ, ეს არის ეფერემა, ერთს დაიმორჩილებენ, ორს, მაგრამ ათასს ვეღარ დაიმორჩილებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სინამდვილეში სისუსტის ნიშანია და ამის გამოვლინებაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებაც. 

"ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად აირიდოს დასავლეთის სანქციები და შეინარჩუნოს სახელისუფლებო ბერკეტები, რასაც აკეთებს ძალადობრივი მეთოდებით. ეს მეთოდები უფრო უფრო ჩქარა და ჩქარა ხდება, მათ გონიათ, რაც უფრო მოუჭერენ საზოგადოებას და ქვეყანას ყულფს, ამით გაიძლიერებენ ხელისუფლებაში ყოფნას და ამით აჩვენებენ ძალას. ჰგონიათ,  როდესაც ძალა აქვს ვიღაცას, მას უფრო ერიდებიან. თუმცა რაც უფრო მეტ ძალმომრეობას აჩვენებ საზოგადოებას, ეს სინამდვილეში სისუსტის ნიშანია. ამის გამოვლინებაა სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, რაც შიშითაა გამოწვეული,  რომ ეს სამსახური კიდევ უფრო მეტ მათ დარღვევას გამოავლენს", - განაცხადა ჩხეიძემ ტელეკოპანია "მთავარის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები