ნიკა მელია - ამით არ შემოვიფარგლებით და გაგრძელდება აქტიური პროცესი განახლების, რეფორმირების

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისივე განმარტებით, ის რჩება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ამავე დროს შეითავსებს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასაც, თუმცა აღარ იქნება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ამ პოსტს კობა ნაყოფია დაიკავებს.  

"ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კობა ნაყოფია არჩეული იქნა პოლიტიკური საბჭოს მიერ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ, პეტრე ცისკარიშვილი დამტკიცებულ იქნა პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად, მე გარკვეული პერიოდით შევითავსებ თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარეობას, მაგრამ ამით არ  შემოვიფარგლებით და გაგრძელდება როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, რაიონებში აქტიური პროცესი განახლების, რეფორმირების. 

მიზანი და შედეგი ამ პროცესის მინდა იყოს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რისთვის ვიბრძვით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც აქამდე  თავს იკავებდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ უნდოდა", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები