სასამართლომ პენიტენციური სამსახურისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კი, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა. 
შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაუქმებულია.

"სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, როდესაც პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა კანონის გათვალისწინებით. გაუქმდეს 2 000-ლარიანი ჯარიმა“, – განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები