ნინო ლომჯარია - არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა

თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით,  არ ვაპირებთ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგაგანგებო ბრიფინგზე  განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ საააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ  ექსპერტთა დასკვნა გაასაჯაროა. 
 
სახალხო დამცველის განცხადებით,  ექსპერტთა და მედიკოსთა შესფასებები შესაძლოა, მიჩნეული იქნეს შემაჯამებელ დასკვნად. 

"სახალხო დამცველის ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფმა  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა #12 რუსთავის დაწესებულებაში შეამოწმა, ეს არის მესამე ვიზიტი, რომელიც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისად,  ჩვენ წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭირო მკურნალობის  შესახებ  ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშს. 

არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს.  თუმცა ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით. 

სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის", - განაცხადა ლომჯარიამ.

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს, 12 დეკემბერსა და 11 იანვარს მოინახულეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები