თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ

ენერგოტარიფების გაზრდის გამო საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ და ხელისუფლებისაგან პასუხს ითხოვენ. თბილისში აქცია  ორ ლოკაციაზე, სემეკთან და  გლდანში მდებარე ბიტკოინების ქარხანასთან იმართება.   

სემეკის წინ შეკრებილი ოპოზიციის დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას "ქართული ოცნების" ლიდერების დანაპირებს ახსენებენ და აცხადებენ,  რომ მათმა მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყანა გააღატაკა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან  ხაბეიშვილის განცხადებით, მოსახლეობის ხარჯზე ხელისუფლების წარმომადგენლები მდიდრდებიან. 

"ვიდრე ელექტროენერგია ძვირდება და მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, მანამ დავით ნარმანიამ  ნახევარი მილიონის ლარის ქონება დააგროვა, ეს უწერია მისივე შევსებულ დეკლარაციაში. 

ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე ხალხს 11-თეთრიანი ელექტროენერგიის განახევრებას პირდებოდა,  ამბობდა, 11 თეთრი კი არა 6 თეთრი ეღირება ელექტროენერგია, ამასობაში ყველაზე იაფი დენი ღირს 18 თეთრი. ყველაზე ძვირი, ვგულისხმობ 300 კილოვატზე მეტს ვინც დაწვავს, 26, 5 თეთრი.
მეწარმეებს  ელექტროენერგიის ფასი გაუორმაგდა, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი რიგითი მეწარმეებისაგან განსხვავებით 3-ჯერ იაფად იღებს დენს, გამოიმუშავებს ბიტკოინებს, მილიონებს, რამაც მოხმარება გაზარდა ქვეყანაში. ამის გამო ჩვენ ვიხდით სამჯერ უფრო ძვირს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

უახლესი ამბები