აქციის მონაწილეებმა მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს

აქციის მონაწილეებმა ლაგუნა ვერესთან გზა გადაკეტეს. მათ მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "არა რუსეთს", "არა რუსულ კანონს".

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, შსს-ს და ხელისუფლებას ორ საათს აძლევენ, რათა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოძრაობები არ გაჩერდება და მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანონო დაჭერები, თავზე გასვლები. ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ახალგაზრდები. ახალგაზრდებს ველოდებით გმირთა მოედანზე, საიდანაც წაიყვანეს. ვაძლევთ დროს, გონივრულ ვადას, გაათავისუფლონ ახალგაზრდები. მათ აქვთ მაქსიმუმ ორი საათი, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ აქ, ქუჩაში, ჩვენთან ერთად. ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ აქ ვართ გამწარებული, განრისხებული ახალგაზრდები, გამწარებული ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არა დაჩაგრულები. არავის ეგონოს, რომ დაჩაგრული ვართ. ვითხოვთ, გაათავისუფლონ და ამისთვის მაქსიმუმ ორი საათი არის სრულიად საკმარისი. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები