ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. საგანგებო სხდომის ჩანიშვნის მიზანი მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა გახდა,  რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

მათი განცხადებით, ოზურგეთელებს ყოველდღიური ყოფითი პრობლემები აწუხებთ,  გზები გაუწმენდავია და ელექტროენერგია  არ მიეწოდებათ და ამ ფონზე საგანგებო სხდომა  ხელფასების გაზრდის მიზეზით არ უნდა იმართებოდეს.  

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელფასების გაზრდის გადავადებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ხელფასები მიზერულ ხელფასებზე მუმუშავე ადამიანებს უნდა გაეზარდოთ.

"ოცნების" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონიათ ბაღის თანამშრომლებს, 150 ლარი არის ღირსეული ხელფასი? 150 ლარი ყოფილა ღირსეული ხელფასი, როცა საკრებულოს თავმჯდომარე იღებს 4500 ლარს. სირცხვილია,  მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი საკრებულოს წევრებისთვის ხელფასის გაზრდას, ხელფასი გავუზარდოთ ბაღის თანამშრომლებს, მეეზოვეებს და ივნისისთვის გადავდოთ საკრებულოს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მატება",  - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა  დავით მჟავანაძემ. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოპოზიციის მოთხოვნებს  შეურაცხმყოფელი შეხახილებით და გინებით  უპასუხეს. მათ ოპოზიციის წარმომადგენლები დესტრუქციაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები