ირაკლი კუპრაძე - 15 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლებაა ბათუმში დაანონსებული და შიდა წყაროებითაა დაზუსტებული

15 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლებაა ბათუმში დაანონსებული და შიდა წყაროებითაა დაზუსტებული. ამაზე მიუთითებს, იმ სასტუმროების ოდენობა,  რომელიც იჯარით არის აღებული,  ბაკურიანის ჩირგვებში ჩამალური ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ უშველის  ამ ქვეყანას და განსაკურებით ბათუმს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩინეთის მიერ გამოძევებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ბათუმში გადმოინაცვლეს, რომლებიც ერთმანეთს ქუჩებში უსწორდებიან. 

"ეს არის ჩინური კომპანიები, რომელებიც თავად ჩინეთის სახელმწიფომ უამრავი რეიდების შედეგად გამოაძევა.  ჩინეთმა გამოაძევა ეს კრიმინალური ჯგუფები და გადმოინაცვლეს ბათუმში,  ქუჩაში ერთმანეთს უსწორდებიან.  საიდუმლოდ გადაჰყავთ და შემდეგ არც კი აქვეყნებენ ამ ინფორმაციას.
სასტრუმრო "ინტურისტი" და სხვა სასტუმროები დახურული ტიპის საცხოვრებელ ფართებად აქციეს.  ვერც მოქალაქედ და ვერც ტურისტად ვეღარ შეხვალ.  ოფიციალურ სატელეფონო ზარებზე გპასუხობენ, რომ სასტუმრო დახურულია", - განაცხადა კუპრაძემ. 

მისივე თქმით, ე. წ.  ჩინური კვარტლის მშენებლობა  ხელისუფლების დანაშაულებრივი ხელშეწყობით მომდინარეობს. 

"ეს იქნება სერიოზული კრიმინალური პროცესი, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.  კიბერდანაშაული, რომელიც აქედან განხორციელდება შეიძლება ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. თორნიკე რიჟვაძე,  რომელიც თავს იშტერესებს,  თითქოს არ იცის რა ხდება. შენდება ე.წ. ჩინური კვარტალი, ჯერ ათეულ მილიონიან ინვესტიციაზე - 25 კორპუსის მშენებლობაზეა საუბარი, სადაც 12 დასრულდა, პლუს მილიარდები მომავალში, რომელშიც რა თქმა უნდა,  ურევია ივანიშვილის ხელი, სხვანაირად შუძლებელია. 

15 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში დაანონსებულია და შიდა წყაროებით დაზუსტებული. ამაზე მიუთითებს, იმ სასტუმროების ოდენობა,  რომელიც იჯარით არის აღებული,  ბაკურიანის ჩირგვებში ჩამალური ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ უშველის  ამ ქვეყანას და განსაკურებით ბათუმს", - განაცხადა კუპრაძემ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები