დავით ზალკალიანი - ჩვენ არა მხოლოდ შევუერთდით, დავასპონსორეთ ეს რეზოლუცია

ჩვენ არა მხოლოდ შევუერთდით, დავასპონსორეთ ეს რეზოლუცია. საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც ეს რეზოლუცია დაასპონსორა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოს მიეღო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევუერთდით, დავასპონსორეთ ეს რეზოლუცია. საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც ეს რეზოლუცია დაასპონსორა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოს მიეღო. 

ვიცოდით რა, რომ ამას რუსეთის ფედერაცია მაინც ვეტოს დაადებდა, მწვავე რეაქცია ექნებოდა მას, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და ვართ საერთაშორისო პრინციპების დაცვის მომხრე. 

მას შემდეგ რაც რუსეთმა ვეტო დაადო, იგი განსახილველად გენერალური ასამბლეის ფარგლებში გადმოვიდა. ჩვენ აქაც თანმიმდევრული ვიყავით ჩვენი პოზიციის მიმართ, იგივე უკრაინის მხარდაჭერის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართალია რეზოლუციას მთლიანად 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მაგრამ საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც ეს რეზოლუცია დაასპონსორა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანამონაწილე ვართ, აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ რეზოლუციის პათოსსა და შინაარს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. შესაბამის რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები