ირაკლი ანთაძე - ყველა ჩვენი თანამოქალაქე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს

მთავარი პრიორიტეტი გახლავთ რა თქმა უნდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საკითხი, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე  განაცხადა.

"ამ პერიოდისთვის უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე. რაც შეეხება პროცესებს, გაიმართა ვლადიმერ კანიაშვილის და კახაბერ ნათაძის სასამართლო პროცესები. ბრძოლა რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ისევე როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებშიც, როდესაც მათ მიესაჯათ უკანონო სასჯელები, ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა ანთაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები