გიორგი რუხაძე - პრემიერის განცხადება იყო მცდელობა, რომ მორჩილებაში დააბრუნოს პრეზიდენტი

ღარიბაშვილის ბრიფინგი არის სრული აბდაუბდა და კომენტარის გაკეთებაც არ ღირს,  იქედან გამომდინარე, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა,  ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

"თუკი პრეზიდენტი  მთავარსარდალია და მისი მდგომარეობა და პოზიცია მნიშვნელოვნია, მაშინ რატომ არ არის ჩართული უსაფრთხოების საკითხებში? ეს უშიშროების საბჭო ლეგენდარული რომ გახდა და საერთოდ ვეღარ გავიგეთ, თუ არსებობს... თუ იმის გამო არ უშვებდნენ მას საზღვარგარეთ, რომ მთავარსარდალია, მაშინ დანარჩენი პროცედურა რატომ არ მოყვება ამ ყველაფერს? ეს არის სრული აბდაუბდა და სისულელე“, - განაცხადა რუხაძემ. 

მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლით გაავლო ხაზი „ქართულ ოცნებასთან“, ახლა კი პრემიერი მას მონანიებისკენ მოუწოდებს, როდესაც აცხადებს, რომ პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს. 

"ყველაფერი ნათელია მართლა, როგორც პრემიერმა თავად თქვა, „ქართული ოცნება“ არის მარტო დარჩენილი.  მისმა არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც სხვა არანაირი შანსი არ ქონდა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, მანაც კი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები და გუშინდელი გამოსვლით მან გაავლო ხაზი და თქვა, რომ ის აღარ ემორჩილება „ქართულ ოცნებას“.  პრემიერის განცხადება იყო მცდელობა, რომ მორჩილებაში  დააბრუნოს პრეზიდენტი. მან თქვა, რომ შეცდომაში შეიყვანეს, ანუ, „დაგვემორჩილე ქალბატონოო“, მაგრამ ეს ამბავი აღარ მოხდება. როგორც რუსეთი არის დარჩენილი მარტო, მას მოკავშირეები აღარ ყავს, ბელარუსიც კი აღარ არის მისი მოკავშირე, რომელიც არ დგამს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ნაბიჯს, ასევე მარტო არის დღეს „ქართული ოცნება“  დარჩენილი“, - განაცხადა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები