ირაკლი შოთაძე - დაიხარჯა მისი კულინარული ფანტაზიების დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები ჩამოჰყავდა უცხოეთიდან

დადასტურებული ფაქტია, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

"აქ საუბარი არის რვა მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბარია მილიონებზე. ფაქტია და დადასტურებული ფაქტია, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის. მათ შორის, მისი მეგობრების ძვირადღირებული კურორტების ტაილანდზე დასვენებისთვის დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, დაიხარჯა მისი კულინარული ფანტაზიების დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები ჩამოჰყავდა უცხოეთიდან და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასცემს, არამიზნობრივად დახარჯავს საბიუჯეტო სახელმწიფო ხარჯებს რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება.

მე შემიძლია გითხრათ, სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია, გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, – ეს ერთი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ჩასატარებელია. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, პროკურატურა მისცემს ამ ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას და საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები