ანნა მონგაიტი - რუსეთში არანაირი ლოგიკური კანონები არ მოქმედებს, განსაკუთრებით ახლა, ამიტომ განწყობა ძალიან დეპრესიული და პანიკურია

იმდენად ოცნებობს ყველა სასახლის კარის გადატრიალებაზე, რომ ცდილობენ, დაინახონ ამის ელემენტები, მაგრამ ამის შესაბამისი ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილმა ჟურნალისტმა ანნა მონგაიტმა რუსეთის ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოშორების შესაძლო  ვერსიაზე კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით,  რუსეთის პრეზიდენტზე გავლენა არც ოლიგარქებს აქვთ, რადგან ისინი პუტინს პრაქტიკულად ვეღარ ნახულობენ. 

"იმ რუსი ოლიგარქების წრეს, წვდომაც კი აღარ აქვს პრეზიდენტთან, ასე რომ, მათზე სანქციების  საშუალებით მოვახდენთ თუ არა ზემოქმედებას, ისინი პუტინზე ვეღარ მოახდენენ ზემოქმედებას, ისინი მას აღარ ხვდებიან ფაქტობრივად... 

იმდენად ოცნებობს ყველა სასახლის კარის გადატრიალებაზე, რომ ცდილობენ, დაინახონ ამის ელემენტები, მაგრამ ამის შესაბამისი ნიშნები არ არსებობს, სტრატეგია არ არსებობს, ამაშია კატასტროფა, მოუთმენლად ველით ცვლილებებს, მაგრამ ისინი არ ხდება“- განაცხადა ჟურნალისტმა. 

მისივე თქმით, რუსეთში ლოგიკური კანონები არ მოქმედებს, განსაკუთრებით ახლა და ძნელია პროგნოზირება რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს თუ არა. 

"შეუძლია თუ არა ბირთვული ოპერაციის დაწყება? ომი თავისთავად სიგიჟეა, ისევე როგორც ნებისმიერი ბირთვული დარტყმა არის სრული სიგიჟე საერთოდ. რუსეთში ცხოვრობ სამყაროში, რომელშიც არანაირი ლოგიკური კანონები არ მოქმედებს, განსაკუთრებით ახლა, ამიტომ განწყობა ძალიან დეპრესიული და პანიკურია“, - განაცხადა ანნა მონგაიტმა.

უახლესი ამბები