აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად "ლენდ-ლიზის“ პროგრამის აღდგენას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამის აღდგენის მიზნით, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გაუგზავნოს უკრაინას იარაღი და სხვა მარაგები.

"პოლიტიკოს" ცნობით, “უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი“ დააჩქარებს უკრაინისთვის კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობის და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდებას ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. საკანონმდებლო აქტი აშშ-ის აჭურვილობის დე ფაქტო ჩუქების საშუალებას აძლევს იმის დათქმით, რომ მიმღები ქვეყნები მის საფასურს მოგვიანებით გადაიხდიან.

"უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, სამხედრო დახმარების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება არის გადამწყვეტი უკრაინისთვის, რათა მან შეძლოს დაიცვას საკუთარი თავი პუტინის არაპროვოცირებული თავდასხმებისგან. კრემლი საშინელ თავდასხმებს ახორციელებს მთელ ქვეყანაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და სამიზნეში ჰყავს უდანაშაულო კაცები, ქალები და ბავშვები“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

"ლენდ-ლიზის“ სახელით ცნობილი პროგრამა მერე მსოფლიო ომის დროს გარდამტეხ მომენტად განიხილებოდა, რადგან მან საშუალება მისცა აშშ-ს უფრო სწრაფად შეავსოს მოკავშირეების მარაგები ხანგრძლივი პროცედურების გარეშე.

მსგავსი სიახლეები