მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, კიევის მიტროპოლიის ანექსია კი უკანონოდ გამოაცხადა

თბილისი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პრესმდივნის ევსტრატი ზორიას ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.

"კარგი სიახლეები სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი – პატრიარქ ფილარეტის აპელაციის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე – 1686 წელს კიევის მიტროპოლიის ანექსიის უკანონოდ აღიარების შესახებ. ველოდებით წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას“ – წერს ზორია სოციალურ ქსელში. 

ბერძნული გამოცემა Orthodoxia.info საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის გაუქმების შესახებ აპელაცია უკვე დაკმაყოფილებულია. 

ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. ამისთვის კი მისთვის ანათემის მოხსნა აუცილებელი პირობაა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება. 

უახლესი ამბები