აშშ სამ რუსულ ტელევიზიას, "სბერბანკისა“ და "გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ პირებს სანქციებს დაუწესებს

აშშ გაზპრომბანკის 27, სბერბანკის 8 აღმასრულებელ ხელმძღვანელსა და სამ რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზიას სანქციებს უწესებს. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, სანქციები დაწესდება რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაზე - „რუსეთის პირველ არხზე“, „რუსეთი ერთზე“ და „ნტვ“-ზე, ასევე, შეიზღუდება რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქის მხრიდან ბუღალტრული, კორპორაციული და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსული კომპანიებისა და ელიტის მხრიდან სიმდიდრის დაგროვების, ქონების დამალვისა და სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებით.

"დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და „დიდი შვიდულის“ ქვეყნებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის პოზიციების გამყარებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მხრიდან დაწესებული უპრეცედენტო სანქციები უკვე უზარმაზარ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ჩვენმა ექსპორტის კონტროლმა ჩაახშო რუსეთის წვდომა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და მიწოდების ჯაჭვებზე, რომელიც მას სჭირდება სამხედრო ამბიციების შესანარჩუნებლად. პუტინის ომმა შესაძლოა, გაანადგუროს რუსეთში ბოლო 15 წლის ეკონომიკური მიღწევები. პუტინმა ვერ მიაღწია თავის თავდაპირველ სამხედრო მიზანს, დაუფლებოდა უკრაინას, მაგრამ მან მოახერხა, რუსეთი ექცია გლობალურ განდეგილად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები