ანა წითლიძე - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის თქვენზე მეტი უკეთებია, ნამდვილად იმსახურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მის საკითხს ბევრად უფრო ყურადღებით მოეკიდოს

"ჩემი კითხვა იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - თქვენ ჯანდაცვის მინისტრი რას აკეთებთ და ვერც მე და ვერც საზოგადოებამ ჩვენს კითხვაზე პასუხი უბრალოდ ვერ გავიგეთ. მაშინ როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა არის კრიტიკული, ჯანდაცვის მინისტრის პირდაპირი მოვალეობა არის, რომ უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარებით. სხვა თუ არაფერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის თქვენზე მეტი უკეთებია, ნამდვილად იმსახურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მის საკითხს ბევრად უფრო ყურადღებით მოეკიდოს“, - მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანა წითლიძემ მინისტრს ზუგდიდში არსებული პრობლემები გააცნო და მათ მოგვარებაში თანადგომა სთხოვა.

"თქვენ ასევე ხართ დევნილთა მინისტრი და ძალიან კარგია, რომ ზუგდიდში დევნილებისთვის შენდება ბინები, მაგრამ დღემდე ძალიან დიდი პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ისე, რომ ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, რომლებიც არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ნაწილი გადაყავთ და აძლევენ ბინებს, ხოლო ნაწილი, დაახლოებით 150 ოჯახია, რჩება ისევ ამ შენობებში. შემიძლია გითხრათ კონკრეტული ბინები სახელებით და გვარებით, რომლებიც აქვთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ბინები არ სჭირდებათ და აქვთ საკუთარი სხვა საცხოვრებელი სახლი, ბინები აქვთ უბრალოდ გაქირავებული, ან უბრალოდ დაკეტილი. ეს არის კორუფციის წყარო. დევნილები გეტყვიან რა საფასურს იხდიან იმისთვის რომ ეს ბინები მიიღონ. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინებს იღებენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მან ყურადღება ასევე გაამახვილა  ქალაქის ცენტრში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრზე და მინისტრს და მაჟორიტარ დეპუტატს მისი გადატანის თხოვნით მიმართა.

"ყველაზე მთავარი, რაზეც მე მინდა ვთხოვო მაჟორიტარ დეპუტატსაც, ეს არის საკითხი, რაც ერთნაირად აწუხებს ზუგდიდში ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანს - „ნაციონალსაც“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერსაც. მე მაქვს მათი განცხადებები, ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე, ქალაქის ცენტრშია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრი. აქ ხდება უბედურება, ამ ცენტრით სარგებლობენ ადამიანები, რომელიც ჩართული არიან მეტადონის პროგრამაში. არა ერთხელ მოსახელობამ ითხოვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ჯანდაცვის სამინიტროშიც, ამ ცენტრის გადატანა ქალაქის ცენტრალური უბნიდან გარეუბანში, რომ მოსახლეობა არ იყოს შეწუხებული და არ უყუროს იმას რაც იქ ხდება. მესმის, ეს პრობლემა არის კომპლექსური და მეტადონის პროგრამაში ჩართულ ამ ადამიანებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა და არ შეიძლება ისინი გარიყული იყვნენ, მაგრამ ის რაც ხდება ქალაქის ცენტრში ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი. 15-მდე განცხადება არის დაწერილი ზუგდიდელთა სახელით, ახლა პირადად მე გთხოვთ, იქნებ უზრუნველყოთ, დაგვეხმაროთ, რომ ეს პრობლემა ზუგდიდელებს მოუგვარდეთ ისე, რომ მეტადონის პროგრამაში ჩართულ ადამიანებსაც არ ჰქონდეთ პრობლემა“, - მიმართა მინისტრს ანა წითლიძემ.

დეპუტატმა მინისტრს ასევე დახმარება სთხოვა სოფელ ხურჩაში სოფლის ამბულატორიასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე თქმით უკვე რამდენიმე წელია რეაბილიტირებულია, მაგრამ რატომღაც დღემდე ვერ მოხერხდა მისი გახსნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები