სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე "თამარობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში თამარის ციხეზე „თამარობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. 

პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქართველთა უძლეველი მეფის, ხსენების დღე ტრადიციული ფორმატით წელს ჩატარდა. 

დღესასწაული მეფე თამარის მოსახსენიებელი პარაკლისით დაიწყო. გეგუთის თამარ მეფის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და გეგუთის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა თეატრალიზებული წარმოდგენა „თამარ - ამბავი რუსთაველისა“ დადგეს. ახალგაზრდებმა გააცოცხლეს საქართველოს ოქროს ხანის ეპოქა, წაიკითხეს რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტები, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. თეატრალიზებული სანახაობა ტრადიციული დოღით გაგრძელდა, სადაც ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. 

მეფე თამარის ხსენების დღე დამსწრე საზოგადოებას და მონაწილეებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიულოცა.

"ვულოცავ მთელ ქართველ ერს მეფე თამარის ხსენების დღეს, ჩვენ ვალია, რომ პატივი მივაგოთ და გვეამაყებოდეს მეფე, ქალი - თამარი, რომლის მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის ყველაზე ბედნიერ დროს - ოქროს ხანას უკავშირდება. მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ ისტორია, რომელიც აქ, ამ ციხე - სასახლის კედლებში იწერებოდა. წელს 32-ედ ტარდება სახალხო დღესასწაული გეგუთში, მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს ამ ლამაზი წარმოდგენის სანახაობისთვის და მჯერა, რომ მომავალში „თამარობა“ კიდევ უფრო გრანდიოზული იქნება“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. 

თამარობის დღესასწაულს მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები