არმაზ ახვლედიანი - პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, მით უფრო, მედიასაშუალების ხელმძღვანელის, ნიშნავს საქართველოს კვლავ სიბნელეში ყოფნას

პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, მით უფრო, მედიასაშუალების ხელმძღვანელის,  ნიშნავს საქართველოს კვლავ უკუნეთში, კვლავ სიბნელეში ყოფნას, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც ის "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას მოსასნახულებლად  მივიდა. 

მისი თქმით, შეუძლებელია ერთის მხრივ დასავლეთს უწვდიდე ხელს, მეორე მხრივ კი ოპონენტებს უსამართლოდ სჯიდე. 

"ამ საქმეს, ისევე როგორც სხვა გახმაურებელ საქმეს არაფერი საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან არ აქვს.  პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, ვინც  უნდა იყოს ის, მით უფრო, მედიასაშუალების წარმომადგენელი და მისი ხელმძღვანელი ნიშნავს, საქართველოს კვლავ უკუნეთში, კვლავ სიბნელეში ყოფნას.  ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთი ნორმალური მოქალაქე და არც ერთი კეთილისმყოფელი პარტნიორი ამას არ და ვერ შეეგუება. 

ბოღმით პოლიტიკაში ყოფნა არ შეიძლება, ქვეყანას მართავდე და „ბოღმის ბუკეტი“ იყო, უბრალოდ შეუძლებელია. 

ერთი მხრივ, პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელს ხელს უწვდიდეს და მეორე მხრივ, ასე უმოწყალოდ, უსამართლოდ სჯიდეს ოპონენტებს, ეს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ არაფერი ქართული არ გაინტერესებს," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები