გიორგი გაბუნია - აშშ-ის ელჩს ვთხოვეთ, განახორციელოს ზეწოლა და გადმოიყვანოს „ქართული ოცნება“ დროებით მაინც სწორ რელსებზე

აშშ-ის ელჩს ვთხოვეთ, განახორციელოს ზეწოლა და გადმოიყვანოს „ქართული ოცნება“ დროებით მაინც სწორ რელსებზე, -  ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ აშშ-ის ელჩთან მედიამენეჯერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

მისი თქმით, ახლა მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას გათავისუფლება.  

"ეს იყო დახურული შეხვედრა და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ.  საუბარი შეეხო თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ვითარებაში  ორივე მხარემ. მთავარი საკითხი, რომელიც ახლა ჩვენთვის პრინციპულად დგას, ეს არის ნიკას თავისუფლება.  ჩვენ,  რა თქმა უნდა,  ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს და მისი სახით შეერთებულ შტატებს, რომ  რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის,  იმისთვის,  რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს. ჩვენ ვიცით,  რომ აშშ-ს შეუძლია და ეს მომხდარა არაერთხელ, რომ  განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და გადმოიყვანოს „ქართული ოცნება“ დროებით მაინც სწორ რელსებზე", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები