სერგო ჩიხლაძე - ვიცოდით, რომ ერთ-ერთი იქნებოდა მამალაძე, ასევე ვიცით, რომ ეს შეიძლება შეეხოს ასლან აბაშიძეს და სხვებს

ამნისტია შეიძლება შეეხოს ასლან აბაშიძესაც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა ძალამ ამნისტიის კანონი კონკრეტული პირებისათვის ბრალდებების მოსახსნელად მიიღო. 

"როდესაც ეს  კანონპროექტი განიხილებოდა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები ვიყავით, ამაზე იყო საკმაოდ ხმაურიანი განხილვა.   ჩვენ თავიდანვე ვაკეთებდით ამ პროგნოზს, რომ ეს იყო მიღებული გარკვეული პირების საქართელოში  დასაბრუნებლად,  რომ მათზე მოხსნილიყო ბრალდებები. წინსწრებით ვიცოდით, რომ ერთ-ერთი  იქნებოდა მამალაძე, ასევე ვიცით, რომ ეს შეიძლება შეეხოს ასლან აბაშიძეს და სხვებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

პარლამენტმა "ამნისტიის კანონი" 2022 წლის 12  აპრილს მიიღო, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდებიან პირები. რომლებმაც  სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები