გიული ალასანია - ძალიან სუსტადაა, აქვს ძლიერი ტკივილები, ძირითადად წევს

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. 

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და ძლიერი ტკივილები აქვს.

"ცვლილებებს ვამჩნევ, ძალიან სუსტადაა, დღეს რაც დავინახე ძალიან სუსტად არის. აქვს ძლიერი ტკივილები, სულ მოხრილია, ძირითადად წევს. მნახველი თუ მივა წამოდგება, დაჯდება სავარძელში და ასეთი მდგომარეობაა.

მე დიდი იმედით ველოდები ექიმების შემოსვლას ორშაბათს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები