მარკეტა გრეგოროვა - ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია მთავრობა

მედიასთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება მძიმეა. ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა, არის მუქარის შემთხვევები, სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

"მე უბრალოდ მინდა პირადი განცხადება გავაკეთო საქართველოსთან დაკავშირებით - მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მისი კრემლთან კავშირების მტკიცებულებები და შეიძლება მომავალში იყოს საშუალება, რომ მას სანქციები დავადოთ.

თუმცა ეს რეზოლუცია მედიის თავისუფლების შესახებ არის და მე მგონია, რომ ამ საკითხების ადგილი ამ რეზოლუციაში არ არის. 

პრობლემა არის ძალიან ბევრი და მინდა, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ეს ვიცით.

მედიასთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება მძიმეა. ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა, არის მუქარის შემთხვევები, სისხლის სამართლებრივი დევნა. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია მთავრობა იმის მაგივრად, რომ დაიცვან საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენი", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები