ჯანეზ ლენაჩიჩი - მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიწვიონ ეს კანონი

მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიწვიონ ეს კანონი. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და თუ ეს კანონი მიღებულ იქნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , - ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანეზ ლენაჩიჩმა სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მთავრობა პოზიტიურად ჩაერთოს და ურთიერთობა დაამყაროს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

"გასული კვირების განმავლობაში ათასობით საქართველოს მოქალაქე გავიდა ქუჩაში იმისთვის, რომ მოითხოვონ მთავრობისგან გაიტანოს კანონი "უცხოურ გავლენაზე". ყველა ასაკის მოქალაქე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გავიდა ქუჩაში იმისთვის, რომ გამოხატონ თავისი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. საქართველოს მთავრობა კი, დაჰპირდა მოსახლეობას, რომ ეს კანონი არასოდეს არ დაბრუნდებოდა დღის წესრიგში. მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიწვიონ ეს კანონი. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და თუ ეს კანონი მიღებულ იქნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ურთიერთობები ბოლო დროს დაახლოებულია, ევროკავშირის კარი ღიაა და მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საქართველოს მოქალაქეების ნებას. საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, წარმოდგენილი კანონპროექტი ნამდვილად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას მოახდენს საქართველოს მოქალაქეების, რაც შეამცირებს მათ სარგებელს.

ჩვენ ვიცით, რომ გამჭვირვალობა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, უნდა მიჰყვეს დემოკრატიის პრინციპებს და ამ მიმართულებით უნდა მიაღწიოს პროგრესს და ბოლოს, ევროკავშირის მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, რომ ხელი შეუწყონ ეროვნულ კონსენსუსს. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მთავრობა პოზიტიურად ჩაერთოს და ურთიერთობა დაამყაროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ მიზნის უკან დგას მთელი ქვეყანა და ეს ვალდებულება აქვს საქართველოს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები იმართება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები