რასა იუკნევიჩიენე - პირველად წამოვწიეთ ეს საკითხი, რომ ივანიშვილს დაეკისროს სანქციები, რადგან მის გამო გაფუჭდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში

ჩვენ, ევროპულმა პარლამენტმა, ევროპული საბჭომ და პარტნიორებმა პირველად წამოვწიეთ ეს საკითხი, რომ ივანიშვილს დაეკისროს ვალდებულება და სანქციები, რადგან მის გამო გაფუჭდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

"რეზოლუცია ეხება მედიის უფლებების დარღვევას, მაგრამ იქ არა მხოლოდ ივანიშვილია ნახსენები, ასევეა მოყვანილი ის სახიფათო დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, რაც ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ჩვენ რასაკვირველია, ვცდილობდით გაგვერკვია, ვინ იდგა ასეთი ქმედებების უკან საქართველოში, რომელიც არღვევს ყველანაირ ევროპულ ფასეულობებს. ყველას კარგად ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც დგას ამ პოლიტიკური ტენდენციების უკან და პირველი წელი არაა, რაც ეს ხდება", - განაცხადა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".

მისივე თქმით, ასეთი შინაარსის რეზოლუციის მიღება საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარებისთვის ძალიან რთული იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

"სურვილი იქნებოდა, რომ მხოლოდ დადებითი ჩაგვერთო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ, თუმცა სხვა გამოსავალი არაა, იმის გარდა, რომ აღვნიშნოთ სიმართლე და ის ფაქტები, რომელიც ნამდვილად ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, ასე იყო მიღებული ეს რეზოლუცია იმ მოვლენებზე, რომელსაც აქვს ადგილი საქართველოში. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცუდ გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკაზე. იმ გადაწყვეტილებების უკანაც, რომლებიც მიღებული იყო ოპონენტების მიმართ, ბიძინა ივანიშვილი დგას. არაერთხელ გაგვიფრთხილებია საქართველო ამ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომელიც საქართველოშია. ჩვენ, ევროპულმა პარლამენტმა, ევროპული საბჭომ და პარტნიორებმა პირველად წამოვწიეთ ეს საკითხი, რომ ივანიშვილს დაეკისროს ვალდებულება და სანქციები, რადგან მის გამო გაფუჭდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები