იუკნევიჩიენე - გვექნება სპეციალური დებატები საქართველოს მოვლენებზე, სანქციებიც იქნება ნახსენები, მაგრამ სანქციები ვერ შეცვლის თქვენს მთავრობას

ყველაზე დიდი სანქცია მთელი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გახლავთ ის, რომ ბიძინა და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ, ქვეყნისკენ, რომელმაც ომი დაიწყო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ყველაფერს ეცდებიან საქართველოს კეთილდღეობისთვის.

"ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. ჩვენ ევროპის კონტინენტზე გვაქვს ომი და აღნიშნული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ასევე რუსეთის მოკავშირე ირანმა გაბედა და თავს დაესხა ისრაელს, ევროპის  სამხრეთ საზღვრებზე. ევროკავშირის ქვეყნების შიგნით ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციულ შეტევებს, პრორუსულ გავლენებს, კრემლის გავლენას არჩევნებზე. მაგალითად, გამოძიება დაიწყო ჩეხეთში ამის თაობაზე, გერმანიიდან მოდის ინფორმაცია რუსულ ზეგავლენაზე, კრემლის ძალისხმევაზე, რომ აწარმოოს ჰიბრიდული ომი ყველგან.

საქართველო არ გახლავთ გამონაკლისი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ხალხი მაქსიმალურად მხარს უჭერს ევროპულ მომავალს. 

ევროპულ პარლამენტში კენჭისყრა რამდენჯერმე მოხდა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციებზე, სადაც ნახსენები იყო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილს დაეკისროს სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი სანქცია მთელი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გახლავთ ის, რომ ბიძინა და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ, ქვეყნისკენ, რომელმაც ომი დაიწყო და ეს გახლავთ ყველაზე საშინელი შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს.

ჩვენ, ევროპარლამენტი ყველაფერს გავაკეთებთ, მომავალ კვირას გვექნება სპეციალური დებატები საქართველოს მოვლენებზე და პოლიტიკური ჯგუფების სახელით ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით და სანქციებიც იქნება ნახსენები, მაგრამ სანქციები ვერ შეცვლის თქვენს მთავრობას ქვეყანაში",  - განაცხადა ევროპარლამენტარმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები