შოთა თუთბერიძე - სტრასბურგის სასამართლო სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და ხელისუფლებას სურს, ახალი განაჩენი ჰქონდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ჩქარობს, რადგან არ არის გამორიცხული, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მალე გამოაცხადოს, სადაც სავარაუდოდ, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება.

"მაგალითისთვის მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ სტრასბურგის სასამართლო სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სადაც მე მჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დაუდგინდება მნიშვნელოვანი დარღვევები და საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს ახალი განაჩენი, რომელიც ჯერ გასაჩივრებული ტექნიკურადაც ვერ იქნება. 

საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ცვლის იმას, რომ თუ მას მოუწია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმება, ან გათავისუფლების რეკომენდაცია მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან, მათ შეუძლიათ დემაგოგიური მიზნებით ჰქონდეთ ახალი განაჩენი და თქვას, რომ ისინი კი არის გაუქმებული, მაგრამ ეს არ არის გაუქმებული",  - განაცხადა თუთბერიძემ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს კლინიკა "ვივამედში" ჩატარდა, თუმცა მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. პროცესი 27 ივნისამდე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები